Herunterladen Inhalt Inhalt Diese Seite drucken

3M DBI-SALA Rollgliss R550 Benutzerhandbuch Seite 273

Vorschau ausblenden Andere Handbücher für DBI-SALA Rollgliss R550:
Inhaltsverzeichnis

Werbung

Verfügbare Sprachen
  • DE

Verfügbare Sprachen

  • DEUTSCH, seite 83
ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ
მოცემული ვერტიკალური სისტემის გამოყენებამდე გთხოვთ წაიკითხოთ, გაეცნოთ და შეასრულოთ მოცემულ ინსტრუქციებში მოყვანილი მთელი
ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ. წინამდებარე ინსტრუქციების დაუცველობას შეიძლება მოჰყვეს სხეულის სერიოზული დაზიანება ან
სიკვდილი.
წინამდებარე ინსტრუქციები უნდა გადაეცეს ამ მოწყობილობის მომხმარებელს. შეინახეთ ეს ინსტრუქციები მომავალში საცნობაროდ.
დანიშნულება:
მოცემული ვერტიკალური სისტემა გამოიყენება სიმაღლიდან ვარდნისაგან დამცავი სრული ინდივიდუალური დაცვის სისტემის ნაწილის სახით.
მისი გამოყენება დაუშვებელია სხვა პირობებში, როგორიცაა (თუმცა ამით არ შემოიფარგლება): გასართობი ან სპორტული საქმიანობა ან სხვა
საქმიანობა, რომელიც არ არის აღწერილი პროდუქტის შესახებ ინსტრუქციებში, არ არის ნებადართული 3M-ის მიერ და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს
სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი.
მოცემული მოწყობილობის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სათანადოდ გაწვრთნილი მომხმარებლისათვის სამუშაო ადგილზე გამოსაყენებლად.
!
!
გაფრთხილება
მოცემული / სინთეთიკის/მავთულის სისტემა ვარდნისაგან დაცვის ინდივიდუალური სისტემის ნაწილია. მისი ყველა მომხმარებელი სრულად უნდა
იყოს მომზადებული ვარდნისაგან დაცვის ინდივიდუალური სისტემის უსაფრთხო მონტაჟსა და გამოყენებაში. მოცემული მოწყობილობის არასწორად
გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი. ამ მოწყობილობის სათანადოდ შერჩევის, ექსპლუატაციის,
დამონტაჟების, ტექმომსახურებისა და გამართვის მიზნით იხილეთ მოცემული პროდუქტის ინსტრუქციები და დამამზადებლის ყველა რეკომენდაცია,
მიმართეთ თქვენს ხელმძღვანელს, ან დაუკავშირდით 3M-ის ტექნიკურ სამსახურს.
სინთეთიკის/მავთულის მოქნილ სისტემასთან მუშაობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, რომელთა თავიდან არ აცილებას
შეიძლება მოჰყვეს სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი:
- -
გულდასმით დაათვალიერეთ სისტემის ყველა კომპონენტი ყოველი გამოყენების წინ, მინიმუმ ყოველწლიურად და ვარდნის ნებისმიერი
ინციდენტის შემდეგ. შემოწმების დროს შეასრულეთ პროდუქტის ინსტრუქციები.
- -
თუ შემოწმების დროს გამოვლინდება სისტემის კომპონენტის რაიმე სახიფათო მდგომარეობა ან დაზიანება, ამოიღეთ კომპონენტი
ექსპლუატაციიდან და გაანადგურეთ ის.
- -
სინთეთიკის/მავთულის ნებისმიერი მოქნილი სისტემა, რომელიც დაექვემდებარება ვარდნისაგან შემაკავებელ ან დარტყმითი ძალის
ზემოქმედებას, დაუყოვნებლივ უნდა ამოვიღოთ ექსპლუატაციიდან და ხელახლა გამოყენებამდე მისი ყველა კომპონენტი უნდა შეამოწმოს
კომპეტენტურმა პირმა.
- -
ნუ მიუერთებთ სისტემას დამონტაჟების დროს.
- -
არასოდეს დაუშვათ ერთზე მეტი მომხმარებლის ერთდროულად მიბმა სისტემასთან. ეს სისტემა განკუთვნილია ერთი მომხმარებლისთვის.
- -
საკიდართან მისაერთებლად გამოიყენეთ მხოლოდ ნებადართული სამაგრები. ნუ გამოიყენებთ დამატებით სამაგრებს.
- -
გამოიყენეთ მხოლოდ ის ბაგირი, რომელიც მითითებულია და ნებადართულია პროდუქტის ინსტრუქციებით.
- -
არ გამოიყენოთ კვანძი, როგორც წამყვანი ან დატვირთვის წერტილი.
- -
დაიცავით მწარმოებლის ყველა რეკომენდაცია, როდესაც შეწყვეტთ დახმარების მექანიზმის გამოყენებას.
- -
ნუ ჩაერევით საკეტის/ქუროს ჩამკეტ ფუნქციაში. მანიპულაციები აწარმოეთ მხოლოდ სისტემაზე მიერთების ან სისტემიდან მოხსნის მიზნით.
- -
ასვლის დროს ყოველთვის შეინარჩუნეთ კონტაქტის სამი წერტილი. ცოცვის სწორი ტექნიკა იხილეთ პროდუქტის ინსტრუქციებში.
- -
დარწმუნდით, რომ ვარდნისაგან დამცავი სისტემები/ქვესისტემები, რომლებიც აწყობილია სხვა მწარმოებლების მიერ დამზადებული
კომპონენტებისგან, არის თავსებადი და აკმაყოფილებს მოქმედი სტანდარტების მოთხოვნებს, მათ შორის, ANSI Z359-ს ან ვარდნისაგან
დაცვის სხვა წესებს, სტანდარტებსა და მოთხოვნებს. ამ სისტემების გამოყენებამდე ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია კომპეტენტურ ან
კვალიფიცირებულ პირთან.
სიმაღლეზე მუშაობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, რომლებმაც, თუ არ მოვერიდებით, შეიძლება გამოიწვიონ სხეულის
სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი:
- -
დარწმუნდით, რომ თქვენი ჯანმრთელობა ან ფიზიკური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ გაუძლოთ სიმაღლეზე მუშაობის დროს
არსებული ყველა ძალის ზემოქმედებას. გაიარეთ ექიმის კონსულტაცია, თუ გექნებათ რაიმე შეკითხვა ამ მოწყობილობის გამოყენებასთან
დაკავშირებით.
- -
არასოდეს არ გადააჭარბოთ ვარდნისგან დამცავი მოწყობილობის ნებადართულ დატვირთვას.
- -
არასოდეს არ გადააჭარბოთ თქვენი დამცავი მოწყობილობის თავისუფალი ვარდნის მაქსიმალურ მანძილს.
- -
არ გამოიყენოთ ვარდნისგან დამცავი მოწყობილობა, რომელსაც არ ჩაუტარდება ექსპლუატაციამდე ან სხვა დაგეგმილი ინსპექტირება ან თუ
არ ხართ დარწმუნებული, შეიძლება თუ არა ამ მოწყობილობის გამოყენება თქვენი მიზნებით ან შეესაბამება თუ არა ეს მოწყობილობა თქვენი
გამოყენების მიზნებს. ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით 3M-ის ტექნიკურ სამსახურს.
- -
ზოგიერთი ქვესისტემის ან კომპონენტების კომბინაციამ შეიძლება შეაფერხოს მოწყობილობის მუშაობა. გამოიყენეთ მხოლოდ თავსებადი
შემაერთებლები. თუ ამ მოწყობილობას იყენებთ ისეთ კომპონენტებთან ან ქვესისტემებთან, რომლებიც მომხმარებლის ინსტრუქციებში არ არის
აღწერილი, გამოყენებამდე 3M-ს მიმართეთ.
- -
გამოიყენეთ დამატებითი დამცავი საშუალებები მოძრავ მოწყობილობასთან (მაგ. საბურღი კოშკურას თავზე ამძრავი), ელექტრულ
საფრთხეებთან, ექსტრემალურ ტემპერატურაზე, ქიმიურ საფრთხეებთან, ასაფეთქებელ და მომწამლავ აირებთან, ბასრ კიდეებთან ან თქვენ
თავს ზემოთ არსებულ მასალასთან მუშაობის დროს, რომელიც შეიძლება დაგეცეთ თქვენ ან ვარდნისგან დამცავ მოწყობილობას.
- -
გამოიყენეთ რკალის აფეთქების ან ცეცხლით მუშაობის მოწყობილობები მაღალ ტემპერატურაზე მუშაობის დროს.
- -
მოერიდეთ ზედაპირებს და საგნებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ მომხმარებელს ან მოწყობილობას.
- -
სიმაღლეზე მუშაობის დროს დარწმუნდით იმაში, რომ შენარჩუნებულია საკმარისი თავისუფალი ვარდნის დიაპაზონი.
- -
არასოდეს შეცვალოთ და არ გადააკეთოთ ვარდნისაგან დაცვის მოწყობილობა. მოწყობილობის რემონტი ნებადართულია მხოლოდ 3M-ის ან იმ
მხარეების მიერ, რომლებსაც 3M-ისაგან მიღებული აქვთ წერილობითი ნებართვა.
- -
ვარდნისაგან დაცვის მოწყობილობის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ გაქვთ წინასწარ შემუშავებული გადარჩენის გეგმა, რომლის მიხედვითაც
ინციდენტის შემთხვევაში სწრაფად შევძლებდით რეაგირებას.
- -
ვარდნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება ჩამოვარდნილი მუშისთვის.
- -
არ გამოიყენოთ სხეულის ღვედი ვარდნის შეჩერების საშუალებებისთვის. გამოიყენეთ მხოლოდ მთელი სხეულის საკიდარი.
- -
რხევით ვარდნის შესაძლებლობის მინიმუმამდე დასაყვანად, უნდა ეცადოთ რაც შეიძლება ზუსტად ანკირების წერტილის ქვეშ იმუშავოთ.
- -
მოცემული მოწყობილობის გამოყენებაში მომზადების დროს სავალდებულოა მეორადი დამცავი მოწყობილობის გამოყენება, რომელიც
გადამზადებულ მომხმარებელს დაიცავს უეცარი ვარდნის საფრთხისგან.
- -
ყოველთვის ატარეთ სათანადო ინდივიდუალური დაცვის მოწყობილობა მოწყობილობის/სისტემის მონტაჟის, გამოყენების ან ინსპექტირების
დროს.
ფორმა #:
რედაქცია: ა
KA

Werbung

Inhaltsverzeichnis
loading

Inhaltsverzeichnis