Herunterladen Diese Seite drucken

Bosch GCL 2-15 G Professional Originalbetriebsanleitung Seite 178

Vorschau ausblenden Andere Handbücher für GCL 2-15 G Professional:

Werbung

Verfügbare Sprachen
  • DE

Verfügbare Sprachen

  • DEUTSCH, seite 1
178 | ქართული
ავტომატური ნიველირების ფუნქცია
მუშაობა ავტომატური ნიველირებით
(იხ. სურ. B1–E1)
დაამაგრეთ საზომი ხელსაწყო სტაბილურ
ჰორიზონტალურ ზედაპირზე ან დაამაგრეთ ის
საბრუნ სამაგრზე (14).
ავტომატური ნიველირებით მუშაობისას
გადაიყვანეთ ამომრთველი (9) პოზიციაში „
ავტომატური ნიველირების ფუნქცია კომპენსირებს
უთანაბრობას თვითნიველირების დიაპაზონის
ფარგლებში ±4°. საზომი ხელსაწყო
ნიველირებული იქნება, როგორც კი ლაზერული
სხივები შეწყვეტენ ციმციმს.
თუ ავტომატური ნიველირება შეუძლებელია, მაგ.:
იმიტომ, რომ ზედაპირი რომელზეც დაყენებულია
საზომი ინსტრუმენტი, განსხვავდება
ჰორიზონტალისგან 4° მეტად, ლაზერული სხივები
ციმციმებენ სწრაფ ტემპში.
ამ შემთხვევაში საზომი ინსტრუმენტი დააყენეთ
ჰორიზონტალურად და დაელოდეთ
თვითნიველირების დასრულებას. მას შემდეგ, რაც
საზომი ინსტრუმენტი შედის ავტომატური
ნიველირების დიაპაზონში ±4°, ლაზერული სხივები
იწყებენ უწყვეტ ნათებას.
მუშაობის დროს რყევების ან პოზიციის ცვლილების
შემთხვევაში, საზომი ხელსაწყო ავტომატურად
თვითნიველირდება. ნიველირების შემდეგ,
შეამოწმეთ ლაზერის სხივების პოზიცია საზომი
წერტილების მიმართ, რათა თავიდან აიცილოთ
შეცდომები საზომი ხელსაწყოს გადაადგილების
გამო.
მუშაობა ქანქარის ფიქსატორით (იხ.სურ. F1)
ქანქარის ბლოკირებით მუშაობისას გადაიყვანეთ
ამომრთველი (9) პოზიციაში „  On". ქანქარას
ბლოკირების ინდიკატორი (3) ანთია წითლად და
ლაზერული ხაზები უწყვეტად ციმციმებენ ნელი
ტემპით.
ქანქარის ბლოკირებით მუშაობისას ავტომატური
ნიველირება გამორთულია. საზომი ინსტრუმენტი
შეგიძლიათ გეჭიროთ ხელში სიმაღლეზე ან დადოთ
დახრილ საფუძველზე. ამასთან ლაზერული სხივი
აღარ ნიველირდება და არ ქმნის პერპენდიკულარს.
საზომი ხელსაწყოს სიზუსტის შემოწმება
სიზუსტეზე მოქმედი ფაქტორები
ყველაზე დიდ გავლენას ახდენს გარემოს
ტემპერატურა. კერძოდ, ლაზერის სხივის გადახრა
შესაძლებელია ტემპერატურის ვარდნის გამო
იატაკიდან ზემოთ.
ჩვენ გირჩევთ საზომი ინსტრუმენტი გამოიყენოთ
შტატივზე, რათა სითბოს ზემოქმედება მიიყვანოთ
მინიმუმამდე, რომელიც ქვევიდან მოდის. გარდა
ამისა, დააყენეთ საზომი ინსტრუმენტი,
შეძლებისდაგვარად სამუშაო ზედაპირის შუაში.
გარდა გარე ზემოქმედებისა, მოწყობილობის
სპეციფიკურმა ზემოქმედებამ (მაგალითად, დაცემა
1 609 92A 7L7 | (08.06.2022)
ან ძლიერი დარტყმა) ასევე შეიძლება გამოიწვიოს
გადახრები.ამიტომ, სამუშაოს ყოველი დაწყების
წინ შეამოწმეთ ნიველირების სიზუსტე.
თავიდან შეამოწმეთ სიზუსტე სიმაღლეზე და
ჰორიზონტალური ხაზების ნიველირების სიზუსტე,
შემდეგ ვერტიკალური ხაზების ნიველირების
სიზუსტე.
თუ ერთ-ერთი შემოწმების დროს საზომი ხელსაწყო
 On".
გადააჭარბებს მაქსიმალურ დასაშვებ გადახრას, ის
უნდა ჩაბარდეს ტექნიკური მომსახურების ცენტრში
შესაკეთებლად Bosch.
სიზუსტის გაზომვა ჰორიზონტალური ხაზებით
სიმაღლეზე
შესამოწმებლად დაგჭირდებათ თავისუფალი
მონაკვეთი 5 მ მყარ ზედაპირზე ორ კედელს A-სა
და B-ს შორის.
– დაამაგრეთ საზომი ხელსაწყო A კედელთან
ახლოს შტატივზე ან დაამაგრეთ მყარ, ბრტყელ
ზედაპირზე. ჩართეთ საზომი ხელსაწყო. აირჩიეთ
ჯვარედინი ხაზების რეჟიმში ავტომატური
ნიველირებით.
A
– მიმართეთ ლაზერი უახლოეს კედელს A და
მიეცით საზომ ხელსაწყოს თვითნიველირების
შესაძლებლობა. მონიშნეთ ლაზერული სხივების
გადაკვეთის ცენტრი (წერტილი Ⅰ).
A
180°
– მოაბრუნეთ საზომი ხელსაწყო 180°-ის, და
მიეცით მას თვითნიველირების შესაძლებლობა,
მონიშნეთ ლაზერული ხაზების გადაკვეთის
წერტილი მოპირდაპირე კედელზე B
(წერტილი Ⅱ).
– მოათავსეთ საზომი ხელსაწყო – მობრუნების
გარეშე – მიბჯენით კედელთან B, ჩართეთ ის და
მიეცით თვითნიველირების შესაძლებლობა.
B
5 m
B
Bosch Power Tools

Werbung

loading

Diese Anleitung auch für:

Gcl 2-15 professional