კარგად ჩაჭიდეთ ხელი ხელსაწყოს და
დაიცავით ბალანსი ორივე ფეხზე (ნახ. G).
თქვენ შეგიძლიათ მუშაობის დროს
გადაადგილოთ კულტივარი წინ ან უკან,
მარცხნიდან მარჯვნივ, მარჯვნიდან
მარცხნივ, ან წრიული მოძრაობებით.
აირჩიეთ საუკეთესო მეთოდი თქვენი
მიზნისთვის, რომელიც ითვალისწინებს
ტერიტორიისა ფორმასა და ზომას და ასევე
ნიადაგის გარემო პირობებს.
ხელსაწყოს ცვალებადი უკანა და
წინა მიმართულებით გადაადგილება
განსაკუთრებით შესაფერისია დაპრესილი
ნიადაგის გასაფხვიერებლად.
გაფხვიერებული ნიადაგის მოხვნისა ან მასში
კვლების გაყვანის დროს იარეთ ნელა უკანა
მიმართულებით და მოქაჩეთ კულტივატორი
თქვენსკენ რათა გააკეთოთ კვალი.
გაიმეორეთ იგივე ქმედება საჭიროებისამებრ,
რათა გაზარდოთ კვალის სიღრმე.
შენიშვნა: ნიადაგში ჩაფლული
კულტივატორი თხრის პპროცესში მოქაჩეთ
თქვენსკენ ფრთხილად, მსგავსი ტექნიკა
შეამცირებს თქვენზე დატვირთვას და
გაგიაადვილებთ მიწის დამუშავებას.
გამოსროლილმა საგნებმა შეიძლება
სერიოზულად დააზიანოს მომხმარებელი
ან განზე მდგომი ადამიანი. პირადი
ზიანის მიღების რისკის შესამცირებლად
აუცილებელია შემდეგი უსაფრთხოების
ზომების მიღება:
◾
Inspect შეამოწმეთ და გაასუფთავეთ
სამუშაო არე დამალული საგნებისგან,
როგორიცაა მინა, ქვები, ბეტონი, ღობის
მავთული, ლითონის საგნები და ა.შ.,
რომელიც შეიძლება გამოისროლოს ან
ჩაიხვიოს ხელსაწყოს დანამ. მოერიდეთ
ხელსაწყოს მაგარ და მყარ ნივთებთან
კონტაქტს.
◾
შეამოწმეთ დანა რეგულარულად
დაზიანების ნიშნებზე ან მყარ სხეულთან
შეჯახების შემდეგ. არ გააგრძელოთ
მუშაობა დაზიანებული დანით.
264
KA
მისამაგრებელი კულტივატორი — CTA9500
◾
ყოველთვის მყარად გეჭიროთ
კულტივატორი ორივე ხელით მისით
სარგებლობისას. მჭიდროდ ჩაჭიდეთ ხელი
ორივე სახელურს.
◾
მიიტანეთ კულტივატორი სამუშაო არეში
მის ჩართვამდე და დაიწყეთ მუშაობა
დაბალი სიჩქარიდან.
ყოველი გამოყენების წინ შეამოწმეთ
დაზიანებული და/ან გაცვეთილი ნაწილების
არსებობა. შეამოწმეთ დანები, დამცავი
ეკრანი და რეგულირებადი წინა სახელური,
შეცვალეთ ყველა ნაწილი, რომლებიც
გაბზარულია, გაღუნულია, აქვს შეცვლილი
ფორმა ან დაზიანებულია სხვაგვარად.
გაწმინდეთ კულტივატორი ყოველი
გამოყენების შემდეგ
ხელსაწყოს ჩასართავად/გამოსართავად
იხილეთ სექცია „ელექტრული თავის
ჩართვა/გამორთვა" PH1400E ელექტრული
თავის მომხმარებლის ინსტრუქციაში
ექსპლუატაცია
გაფრთხილება: ტექნიკური სერვისისას
გამოიყენეთ მხოლოდ იდენტური
სათადარიგო ნაწილები. სხვა ნებისმიერი
ნაწილის გამოყენებამ შესაძლოა შექმნას
საფრთხე ან გამოიწვიოს ხელსაწყოს
დაზიანება. ხელსაწყოს უსაფრთხოდ და
გამართულად მუშაობისთვის საჭიროა
მისი ყველა შეკეთება და ნაწილის შეცვლა
შესრულდეს კვალიფიციური სერვისის
ტექნიკოსის მიერ.
გაფრთხილება: აკუმულატორიანი
ელექტრული ხელსაწყოების ქსელში
შეერთება არ არის აუცილებელი; ისინი
ყოველთვის მუშა მდგომარეობაში არიან.
სერიოზული პერსონალური ზიანისგან
თავის არიდების მიზნით მიიღეთ
დამატებითი ზომები და გამოიჩინეთ
სიფრთხილე შეკეთებისას, სერვისის ან
სათიბი და სხვა ნაწილების შეცვლისას.