Herunterladen Inhalt Inhalt Diese Seite drucken

EGO CTA9500 Übersetzung Der Original-Anleitung Seite 263

Bodenfräseneinsatz
Inhaltsverzeichnis

Werbung

გაფრთხილება: დარწმუნდით რომ
სამაგრ ქუროზე არსებული ქანჩყურა
არის სრულად დაჭერილი ხელსაწყოს
გამოყენებამდე, პერიოდულად შეამოწმეთ
დამჭერი, რათა თავიდან აიცილოთ
სერიოზული პირადი ზიანი.
ხელსაწყოს თავიდან მიმაგრებული
მოწყობილობის მოხსნა
1. გააჩერეთ მოტორი და მოხსენით
აკუმულატორი.
2. მოუშვით ქანჩყურა.
3. ტარის მომხსნელი ღილაკიდან
დაჭერილი ხელის აუღებლად მოქაჩეთ
ან დაატრიალეთ ელექტრულ თავზე
მიმაგრებული კულტივატორის ტარი,
სანამ არ გამოიღებთ სამაგრი ქუროდან.
ექსპლუატაცია
გაფრთხილება: შეეცადეთ მსგავსი
პროდუქტის გამოყენების გამოცდილებამ
არ გამოიწვიოს თქვენი უგულისყურობა.
დაიმახსოვრეთ რომ უგულისყურობამ
წამის მეათედშიც კი შესაძლოა მოგიტანოთ
სერიოზული ზიანი.
გაფრთხილება: ყოველთვის მოირგეთ
უსაფრთხოების სათვალე, სმენის დამცავ
საშულებასთან ერთად. ამ ინსტრუქციის
უგულებელყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს
სხვადასხვა სხეულის თვალში მოხვედრა და
სხვა შესაძლო სერიოზული ზიანი.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ
სხვა ნებისმიერი ნაწილი, რომელიც
არაა რეკომენდირებული ამ ხელსაწყოს
მწარმოებლის მიერ. არარეკომენდირებული
ნაწილის გამოყენებამ შესაძლოა მოგაყენოთ
სერიოზული ზიანი.
გამოყენებები
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელსაწყო
ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის:
ბაღის ნიადაგის დაბარვა საჩითილე
კვალის ხელახალი დათესვის მიზნით
მოსამზადებლად.
ნიადაგის არაღრმა კულტივაცია
სარეველების ამოძირკვის ან მიწის
გაფხვიერების მიზნით, რაც ხელს უწყობს
ჰაერისა და წყლის ღრმად შეღწევას
ნიადაგში.
ნიადაგის ზედაპირის განოყიერება
კომპოსტით, ფოთლებით ან სხვა
ორგანული სასუქით. ნიადაგის არაღრმა
კულტივაცია გააფხვიერებს მიწის ზედა
ფენას და შეურევს მას დამატებულ სასუქ
ნივთიერებებს.
გაფხვიერებული ნიადაგის მოხვნა ან მასში
კვლების გაყვანა.
შენიშვნა: იმისათვის, რომ თავიდან
აიცილოთ კულტივატორის ან ხეების
დაზიანება, იზრუნეთ იმაზე რომ დანით
არ წამოეგოთ ხეების დიდი ზომის ფესვებს.
მოერიდეთ ძალიან ღრმა კულტივირებას,
რამაც შესაძლოა დააზიანოს მცენარეთა
ზედაპირული ფესვები.
მისამაგრებელი კულტივატორის გამოყენება
ელექტრულ თავზე
გაფრთხილება: ჩაიცვით შესაბამისად,
რათა შეამციროთ დაზიანების რისკი
ხელსაწყოთი სარგებლობისას. არ ჩაიცვათ
განიერი, ფრიალა ტანსაცმელი და
ძვირფასეულობა. გაიკეთეთ თვალების
დამცავი. ჩაიცვით უსაფრთხოების დამცავი
ფეხსაცმელი. ჩაიცვით სამუშაო გრძელი
შარვალი, ჩექმა და ხელთათმანები.
დაუშვებელია გეცვათ მოკლე შორტი,
სანდლები ან იაროთ ფეხშიშველმა.
დაიჭირეთ კულტივატორი ორივე ხელით,
მოათავსეთ ერთი ხელი უკანა სახელურზე,
ხოლო მეორე ხელი - წინა სახელურზე.
მუშაობისას ორივე ხელი მჭიდროდ
მოკიდეთ კულტივატორს. კულტივატორი
დაიჭირეთ კომფორტულ მდგომარეობაში,
უკანა სახელურით დაახლოებით ბარძაყის
დონეზე.
მისამაგრებელი კულტივატორი — CTA9500
263
KA

Werbung

Inhaltsverzeichnis
loading

Inhaltsverzeichnis