ka უსაფრთხოება
უსაფრთხოება
¡ წაიკითხეთ ინსტრუქცია საფუძვლიანად.
¡ შეინახეთ ინსტრუქცია, ისევე როგორც პროდუქტის სხვა
ინფორმაციები შემდგომი გამოყენებისათვის ან შემდგომი
მეპატრონისათვის.
¡ ტრანსპორტირებისას მოწყობილობის დაზიანების
შემთხვევაში, ნუ ჩართავთ მას.
მოწყობილობა გამოიყენეთ მხოლოდ:
¡ ორიგინალური სათადარიგო ნაწილებით და აღჭურვილობით.
სხვა პროდუქტების გამოყენების გამო დაზიანების
შემთხვევაში საგარანტიო ვალდებულებები კარგავს ძალას.
¡ ზედაპირის გასაწმენდად.
¡ კერძო საკუთრებაში სახლის პირობებსა და დახურულ
სივრცეებში ოთახის ტემპერატურაზე მოსახმარებლად.
¡ ზღვის დონიდან არა უმეტეს 2000 მ სიმაღლეზე.
არ გამოიყენოთ მოწყობილობა:
¡ ადამიანთა და ცხოველთა გასაწმენდად;
¡ ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებების, ბასრი,
ცხელი ან გახურებული საგნების მოსაშორებლად;.
¡ ნესტიანი ან თხევადი ნივთიერების მოსაშორებლად.
¡ ადვილადაალებადი ან ფეთქებადი ნივთიერების და აირების
მოსაშორებლად.
¡ ცენტრალური გათბობისგან და ღუმელისგან ფერფლისა და
ჭვარტლის მოსაშორებლად.
¡ პრინტერიდან და ქსეროქსის მოწყობილობიდან ტონერის
მოსაშორებლად.
¡ სამშენებლო ნაგვის მოსაშორებლად.
მოწყობილობა გამორთეთ კვების ბლოკიდან, როდესაც თქვენ:
¡ ასუფთავებთ მოწყობილობას.
ამ მოწყობილობის გამოყენება ნებადართულია 8 წელზე
უფროსი ასაკის ბავშვებისათვის და ფიზიკურად, სენსორულად
ან გონებრივად შეზღუდული უნარის მქონე ადამიანებისათვის
ან გამოცდილებისა თუ ცოდნის არ მქონე პირთათვის,
მეთვალყურეობის შემთხვევაში და/ან მოწყობილობის
უსაფრთხო მოხმარების შესწავლის შემდეგ, თუ მათთვის
გასაგებია არასწორ მოხმარებასთან დაკავშირებული რისკები.
ბავშების თამაში მოწყობილობასთან დაუშვებელია.
86